''ნაციონალურმა მოძრაობამ'' შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში დაიბარა. ოპოზიცია ვახტანგ გომელაურს საშემოდგომო სესიაზე ელოდება, სადაც შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვებს დაუსვამენ.
მთავარი შეკითხვები კი შეეხება სტიქიის ზონაში კომპეტენციების განაწილებას, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ვერტმფრენებთან დაკავშირებით და პრევენციულ ღონისძიებებს.
''ქართულ ოცნებაში'' კი გომელაურის დაბარებას ინტერპელაციის წესით არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ამბობენ, რომ შოვში განვითარებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია.