რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 75 ადამიანი.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.