''ევროპული კაფე’’ ბათუმში. ,,იდეები სოციალური ჩართულობისთვის’’- ამ სახელწოდების სემინარი მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ლიტერატურულ კაფეში მოისმინეს. ლექციის ფარგლებში მონაწილეებმა სოციალური ინიციატივები განიხილეს და საზოგადოებაში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე იმსჯელეს. ღონისძიება პროექტის ფარგლებში ჩატარდა, სახელწოდებით ,, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. ’’ მიზანი ხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებაა. “ინტერნიუსი - საქართველოს” ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოც ჩაერთო.