სამხედრო მოსამსახურეები სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს კოტეჯების მარჯვენა მხარეს აგრძელებენ 

11 აგვისტო 2023, 19:10 718 ნახვა

სამხედრო მოსამსახურეები სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს კოტეჯების მარჯვენა მხარეს აგრძელებენ, -ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული. მუშაობა გეგმით განსაზღვრულ ლოკაციებზე მიმდინარეობს. დღეს სამხედროები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, სამუშაოებს აგრძელებენ კოტეჯების მარჯვენა მხარეს.

ადგილზე მიზიდულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. თავდაცვის ძალების სამხედროები სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში პირველივე დღეებიდან მონაწილეობენ. პროცესში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში