ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 53 ადამიანი ემსხვერპლა.
კუნძულზე მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ბოლო მონაცემებით მაუიდან 11 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. კუნძულის ზოგიერთ რაიონში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, არ მუშაობს საკომუნიკაციო საშუალებები.
ხანძრის შედეგად 1 700-მდე შენობა და ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80% განადგურდა.