უკრაინის ხელისუფლება კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციას იწყებს - უკრაინული მედია

10 აგვისტო 2023, 14:10 696 ნახვა

უკრაინის ხელისუფლება ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშების გააქტიურების ფონზე, კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციას იწყებს -  ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადებულია საბრძოლო მოქმედებების ზონასთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან. 

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ ევაკუაციას სავარაუდოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი დაექვემდებარება, მათ შორის 600 ბავშვი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი