“აშშ-ის კონგრესი მზად არის, განაგრძოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიის განვითარებისა და ინსტიტუციების გაძლიერების, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით,” - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენებმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს. დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და რეფორმები, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა კონგრესმენებს, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების ინიცირებისა და განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.