რეზერვისტები სტიქიის ზონაში

08 აგვისტო 2023, 11:45 430 ნახვა

რეზერვისტები სამხედროებთან და მაშველებთან ერთად სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,ისინი სტიქიის ზონაში სამ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი და მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებენ. პირად შემადგენლობას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი გასულ წელს ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებშიც მონაწილეობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში