მეოთხე დღეა შოვში სამაშველო სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება სპეციალური განათების საშუალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები,დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი, ეძებენ კიდევ 19-ს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა დაკარგულებს შორის 7 ან 8 ბავშვია. როგორია ვითარება ამ წუთებში სტიქიის ზონაში მარიამ ურუშაძე გვეტყვის.