პატარაძე: “მნიშვნელოვანია რა აშენდება ბარათაშვილის 24-ში”

25 თებერვალი 2017, 00:00 2462 ნახვა

მთავრობის თავმჯდომარემ ბარათაშვილის 24-ში უნებართვოდ დანგრეული ისტორიული სახლის საკითხის შეფასებისას თქვა რომ მისთვის მნიშვნელოვანია ახლა იქ რა აშენდება. ზურაბ პატარაძის თქმით ამაზე მთვარობის შესაბამისი კომისია მერიასთან ერთად მუშაობს. ამასთან მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავრობისთვის მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ქალაქის ისტორიული სახე. დღეს პატარაძეს არ დაუკონკრეტებია რას ფიქრობს ბარათაშვილის 24 ნომერში უნებართვოდ დანგრეულ ისტორიულ შენობაზე. როგორც მან განაცხადა ის შედეგს ელოდება. შეგახსენებთ ბარათაშვილის 24-ში კომპანია „დარ ბილდინგიმა “ შენობა დაანგრია და მის ნაცვლად 7-სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს. კომპანიას არც დანგრევის ნებართვა ჰქონდა, ასევე ჯერ - ჯერობით არ აქვს მშენებლობის ნებართვა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი