უკრაინამ რუსეთის საზღვაო ბაზაზე თავდასხმა სცადა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

04 აგვისტო 2023, 11:47 493 ნახვა

ღამით უკრაინამ რუსეთის საზღვაო ბაზაზე თავდასხმა სცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა გემებმა გაანადგურეს უკრაინის საზღვაო ძალების ორი უპილოტო ნავი, რომლებიც ცდილობდნენ თავდასხმას ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაზე.

„ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაზე ორი საზღვაო უპილოტო ნავით  შეტევა სცადეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ნოვოროსიისკის პორტმა დროებით აკრძალა გემების მოძრაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი