მარია ზახაროვას განცხადება ბათუმში გამართულ აქციაზე

03 აგვისტო 2023, 12:08 987 ნახვა

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს „რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს“, რომლებსაც „რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო გემის ჩასვლასთან დაკავშირებით, საქართველოში, რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები არის მორიგი „შეკვეთილი ქმედება, რომელიც ქვეყანაში ტარდება სხვადასხვა თემაზე და რუსეთისა და გარკვეული შიდა მოვლენების კონტექსტში.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს სჩადიან, საქართველოს მოსახლეობას არ წარმოადგენენ. ის, ასევე, ამბობს, რომ კელი დეგნანი „პირდაპირ ასწავლის საქართველოს მოქალაქეებს როგორ იცხოვრონ“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში