პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ცხარე კამათისა და ხმაურის მიზეზი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის პროცედურა გახდა. კამათი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეთავაზებას მოჰყვა, რომელიც პაკეტში წარმოდგენილი რიგით პირველი კანონპროექტის თავების მიხედვით, ხოლო დანარჩენი კანონპროექტების - მუხლობრივად განხილვას ეხებოდა. ბესელიას შეთავაზება, პარლამენტის თავმჯდომარემ გაიაზიარა. რის გამოც "ევროპულმა საქართველომ" სხდომათა დარბაზი დატოვა. როგორ დასრულდა საკითხზე მჯელობა და რა შეფასებებს აკეთებენ დეპუტატები