ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, აქციაზე დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რიგით მოქალაქეებთან ერთად, დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები და ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პოლიცია დაკავებულებს ფიზიკურად გაუსწორდა და მათი უმრავლესობა არის ნაცემი. ხაბეიშვილი სახალხო დამცველს ფაქტის მოკვლევას სთხოვს.