მოსკოვში საოფისე კორპუსს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა

30 ივლისი 2023, 11:05 719 ნახვა

მოსკოვში აფეთქება მოხდა. გამთენიისას საოფისე კორპუსს „მოსკოვი სითის“ უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის თავზე 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებენ.

შემთხვევის შემდეგ შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. პროპაგანდისტული მედიის ცნობით დაკეტილია მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი. რეისები სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. 

ასევე მოსკოვის საჰაერო სივრცეში ნებისმიერი ხომალდის ყოფნა დროებით აიკრძალა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი