საპროტესტო აქცია სარფში

27 ივლისი 2023, 14:55 711 ნახვა

სარფში, საბაჟო პუნქტთან არსებული ჯიხურების საიჯარო გადასახადი შესაძლოა გაიზარდოს, სავაჭრო ობიექტების 1 კვადრატული მეტრის ფასი აქამდე 80 ლარი იყო, ხვალიდან კი შესაძლოა 2 400 ლარი გახდეს, საკითხი ხელვაჩაურის საკრებულომ ხვალ სხდომაზე უნდა განიხილოს. მოიჯარეებს ინფორმაცია არაოფიციალურად აქვთ და ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით მათი აზრით, არავინ დაინტერესებულა.

''ნაციონალურ მოძრაობაში'' აცხადებენ, რომ სარფში სავაჭრო ობიექტების ტერიტორია, მათი ვარაუდით, რუსმა ბიზნესმენმა უნდა შეისყიდოს და სწორედ ამიტომ აპირებს მერია არარეალური ფასების დაწესებას ჯიხურებზე, რათა მოიჯარეებმა თანხა ვერ გადაიხადონ და ადგილი ავტომატურად გათავისუფლდეს.

ხელვაჩაურის მერიიდან საპასუხო კომენტარს ველოდებით.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი