საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ამიერკავკასიაში პირველი სახელოვნებო სახელმწიფო ექსპერტიზის ლაბორატორია გაიხსნა, რომელსაც ირაკლი ფარჯიანის სახელი მიენიჭა.
ლაბორატორიის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტურობის დადგენა უახლესი თაობის აპარატურისა და ტექნოლოგიების მეშვეობით.
ლაბორატორია ასევე ხელს შეუწყობს ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო და სარესტავრაციო საქმიანობის გაუმჯობესებას, ექსპონატების სამეცნიერო კვლევას, ატრიბუციას, დათარიღებას, ავთენტურობის დადგენას.