გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 29 ივლისის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ცალკეულ რეგიონებში ძლიერი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა.
ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.