მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - რუსული მედია

24 ივლისი 2023, 10:10 634 ნახვა

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ორ შენობაზე თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა დაახლოებით 04:00 საათზე დაფიქსირდა - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, შენობებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია და დაშავებულები არ არიან.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დრონის ფრაგმენტები თავდაცვის სამინისტროს შენობიდან 2 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ერთი დრონი ჩამოაგდეს კომსომოლსკის პროსპექტზე, მეორე კი ლიხაჩევის პროსპექტზე ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი