სომხეთ-აზრებაიჯანის ურთიერთბრალდებები

22 ივლისი 2023, 14:19 670 ნახვა

სომხეთი აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში გენოციდის განხორციელებასა და იქ „გეტოს“ შექმნაში ადანაშაულებს. ქვეყნის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის და ასევე რატიფიცირებული ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ, ომი კვლავ სავარაუდოა.

ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიული რიტორიკასა და სიძულვილის ენით საუბარზე მიუთითებს. 

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, შუშას გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა, რომ სომხეთი ახლა თანდათან ხდება მეტოქეობის ზონა, რამაც შეიძლება, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ილჰამ ალიევმა  თქმით, არა მარტო რუსები და ამერიკელები, არამედ სხვა ქვეყნებიც აქტიურად ერევიან სიტუაციაში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში