ბათუმის ბიუჯეტი 23 მილიონი ლარით გაიზარდა და 361 მილიონი შეადგინა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. თუმცა ცვლილებების შინაარს ნაწილობრივ იზიარებენ. სანამ საკრებულოს წევრები ბიუჯეტზე იმსჯელებდნენ, ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია პოლიტიკურმა გამოსვლებმა და შეფასებებმა. რაზე დახარჯავს მერია გაზრდილ ბიუჯეტს და რა იყო დაპირისპირების მიზეზი, ვნახოთ ნონა დიასამიძის რეპორტაჟი.