აშშ რუსეთს მოუწოდებს, დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას

21 ივლისი 2023, 11:00 550 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ფედერაციის ქმედებებს შავ ზღვაში, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ სიენენთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შავ ზღვაში სამოქალაქო გემები ცდილობენ მიაწოდონ საკვები პროდუქტები იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება. "ვაგრძელებთ რუსეთის მიმართ მოწოდებას, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს და ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა კირბიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავად განიხილავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი