აჭარის მთავრობის სახლთან უსახლკარო მოსახლეობამ აქცია გამართა.შეკრებილები მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ბათუმის მერიას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, ამჯერად კი შეხვედრას მთავრობის სახლთან ითხოვენ. მათთან ერთად ორგანიზაცია "ფუხარას" დამფუძნებელი იმყოფება. მერაბ ბლადაძეს აქციაზე ის წერილები ჰქონდა მიტანილი, რომლებსაც მოსახლეობის დასახმარებლად ქალაქის მერიაში სხვა და სხვა დროს აგზავნიდა. აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვდა და უახლოეს მომავალში მათთან შეხვედრა დაიგეგმა.