საბერძნეთსა და თურქეთში ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვიან

19 ივლისი 2023, 10:37 653 ნახვა

მაღალი ტემპერატურის პარალელურად, საბერძნეთი ორი დღეა ტყის ხანძარს ებრძვის. სტიქია ათენთან ახლოს მძვინვარებს. ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლი ახლომდებარე დასახლებებთანაც ვრცელდება, რის გამოც მოსახლეობა გაიხიზნა.

ხანძრის გამო განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები. პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.

ხანძრის ლოკალიზების პროცესში, მოსახლეობასთან ერთად, 250-ზე მეტი მეხანძრე, 11 თვითმფრინავი და ცხრა შვეულმფრენი მონაწილეობდა.

ერთ კვირაზე მეტია უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა - სწორედ ამის გამო ათენში კვირას დაიკეტა აკროპოლისიც, რათა დღის განმავლობაში ქალაქში ადამიანების გადაადგილება შეეზღუდათ.

ტყის ხანძრები მძვინვარებს მეზობელ თურქეთშიც. ქვეყანაში ცეცხლის რამდენიმე კერაა დაფიქსირებული. სტიქიასთან ბრძოლისთვის მობილიზებულია როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო სამაშველო სამსახურები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ჩინაკალეში. ძლიერი ქარის გამო დიდია რისკი, რომ ცეცხლი ტყის მასივიდან დასახლებულ რაიონებზეც გავრცელდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი