აპარტოტელში დასაქმებული კომპანიას უკანონო თვალთვალში ადანაშაულებს

18 ივლისი 2023, 14:45 1035 ნახვა

აპარტოტელში დასაქმებული პირი სასტუმრო გუმბათი აპარტოტელის მენეჯმენტს უკანონო თვალთვალში ადანაშაულებს. როგორც ადვოკატი  აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს მტკიცებულებები, როგორ შეატრიალეს თანამშრომლების  გასახდელისკენ კამერა, რომელიც მანამდე, მათი ინფორმაციით, მხოლოდ გასახდელის კარს იღებდა. 

სასტუმროს თანამშრომელმა ფაქტის შესახებ თანამშრომლისგან გაიგო,  მიმართა სამართალდამცველებს და იმყოფებოდა გამოკითხვაზეც, თუმცა შედეგად გამოძიება არ დაწყებულა.

ადვოკატი საქმეზე სასამართლოში საჩივრის შეტანას ხვალ გეგმავს, მოითხოვს შრომის პირობების დარღვევის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას. მისი განცხადებით, ვიდეომტკიცებულებაში  ასახულია პირიც, ვინც კამერას მიმართულებას უცვლის და ეს  კომპანიის მენეჯერი და დირექტორია.

აღნიშნულ ბრალდებაზე სასტუმროს მენეჯმენტისგან  განმარტებები ჯერ არ მიგვიღია.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში