უკრაინა ყირიმს 28 უპილოტო საფრენი აპარატით თავს დაესხა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

18 ივლისი 2023, 10:12 493 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინა ღამის განმავლობაში 28 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს ყირიმის ტერიტორიას, ინფორმაციას „რიანოვოსტი“ ავრცელებს.

"დღეს ღამით, კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 28 უპილოტო საფრენი აპარატით ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე“, - აცხადებენ სამინისტროში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა ყველას განადგურება მოახერხა. მისი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში