გარემოს დაბინძურება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, შესაბამისად აუცილებელია დაბინძურების წყაროს პრევენცია და კონტროლი.
სწორედ, ამიტომ 4 სექტემბრიდან ავტომობილების გამონაბოლქვის ხარისხი გაკონტროლდება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მეპატრონე დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში კი სასჯელი კიდევ უფრო გამკაცრდება.
სპეციალისტები საუბრობენ კონტროლის მნიშვნელობაზე, რადგან გამონაბოლქვი ვნებს ადამიანების ჯანმრთელობას და ასევე აზიანებს ბუნებრივ გარემოს.