ბათუმში ფიაბსი უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი “Batumi Real Estate 2023” გაიხსნა. FIABCI-Georgia და Property Georgia-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით ჩატარდა.
ფორუმში მონაწილეობა FIABCI-ის მსოფლიო Prix d’Excellence დაჯილდოების გამარჯვებულმა და უძრავი ქონების საერთაშორისო ოსკარების მფლობელმა კომპანიებმა მიიღეს.
უძრავი ქონების სფეროში წლის მასშტაბურ ღონისძიებას წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, არქიტექტორები, ურბანისტები, ინვესტორები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
ფორუმზე აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს.
ღონისძიების ფარგლებში B2B შეხვედრები გაიმართა.