ვილნიუსის ნატოს სამიტში ილია დარჩიაშვილი მიიღებს მონაწილეობას

10 ივლისი 2023, 12:05 673 ნახვა

ხვალ და ზეგ ვილნიუსში ნატო-ს სამიტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელშიც ასევე მონაწილეობენ შვედეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 74-ე შეხვედრასთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსებს სხვადასხვა მოლოდინი აქვთ.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ვილნიუსის სამიტი საქართველოს რეალურად არაფერს მოუტანს, რადგან მათი მტკიცებით, ქვეყანამ ამ მიმართულებით არც არაფერი მოითხოვა.

მართველი გუნდი კი ნატოსგან მეტი თანადგომის მოლოდინშია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი