საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკური დავალების შუალედური ვერსია სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს. დოკუმენტი სააგენტოს უფროსმა ექსპერტებს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს გააცნო.
დოკუმენტი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ 25-28 აპრილს ქვეყანაში ჩატარებული სივრცითი ფორუმის ფარგლებში დამუშავებულ დავალებას ეფუძნება.
პროცესში აზიის განვითარების ბანკის, გაეროს ადამიანის განსახლების პროგრამისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტები მონაწილეობდნენ.