პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შსს სამართალდამრღვევად ცნო

04 ივლისი 2023, 14:19 562 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპის დარღვევისათვის.

საქმე შეეხება 2023 წლის 8 მარტს, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის სავარაუდო დარღვევისათვის დაკავებულ პირებს.

კერძოდ, დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში წარდგენის ეტაპზე თითოეული პირის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო „შეტყობინება“, რომელშიც მითითებული იყო 43 დაკავებული პირის პერსონალური მონაცემები - სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართლებრივი საფუძვლები“.

საიას თანახმად, „იმის მიუხედავად, რომ საქმეების განხილვა ინდივიდუალურად მიმდინარეობა, ყველა პირის საქმეში იყო სხვა პირების შესახებ ხსენებული ინფორმაციები“, რის გამოც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარე საქმის წარმოების ფარგლებში საჭიროებას არ წარმოადგენდა სხვა დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი