დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის წინაპირობა - ასე აფასებენ უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
ფიქრობენ, რომ თუ საქართველო ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს 2 ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზეც აისახება.
''ქართულ ოცნებაში'' კი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უსამართლო და დაუმსახურებელი უწოდეს და საპასუხოდ დეტალურად ისაუბრეს იმ დახმარებაზე, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან საქართველომ უკრაინას, და უკრაინელ ხალხს გაუწია.