პროკურატურამ თაღლითობის სქემა გაშიფრა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ საქმეზე, კიდევ ერთი პირი კი სასამართლომ 2 წლის წინ ცნო დამნაშავედ.
რაც შეეხება მომხდარს, ბრალდებულებმა პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული და მისი ახლო ნათესავები დაარწმუნეს, რომ თითქოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს იცნობდნენ და მსჯავრდებულს შეწყალებაში დაეხმარებოდნენ.