საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

01 ივლისი 2023, 21:04 688 ნახვა

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური ტურნირის ფინალში გერმანია დაამარცხეს.

საქართველომ მანამდე ხორვატიის, თურქეთის და იტალიის ნაკრებს მოუგო.

ამ დროისთვის ევროპულ თამაშებზე ქართულ დელეგაციას 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს. ჩემპიონობა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ და ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა იზეიმეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი