მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

01 ივლისი 2023, 14:09 628 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ნიკოლოზ გუგეშაშვილს, რომელიც ბრალდებულია ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეში.

დაცვის მხარე საპატიმრო ღონისძიების ნაცვლად, გირაოს, 20 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა.

შსს-ს გამოძიების ვერსიით, 27 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი