ამ წუთებში მიმდინარეობს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი. C ჯგუფის მთავარი დაპირისპირება ბათუმი არენაზეა, სადაც ერთმანეთს ინგლისი და გერმანია უპირისპირდებიან. ხოლო ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ისრაელსა და ჩეხეთს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე სწორედ C ჯგუფიდან იქნება, ინგლისს 6 ქულით პირველი ადგილი განაღდებული აქვს, რომელიც მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება, ხოლო საქართველოს ნაკრები ჩეხეთს, გერმანიას ან ისრაელს დაუპირისპირდება. დღეს 22:45 წუთზე გაიმართება დანარჩენი ორი შეხვედრა იტალია - ნორვეგია და შვეიცარია - საფრანგეთი, სადაც უკვე ესპანეთის და უკრაინის მეტოქეები გაირკვევა. სპორტული ამბების ბოლოს კი საქართველოს ნაკრების ჯგუფურ ეტაპზე განვლილ გზაზე სიუჟეტს შემოგთავაზებთ.