ე.წ. სანქციების ჯგუფი გენერალურ პროკურორს შეხვდა

28 ივნისი 2023, 19:48 558 ნახვა

გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ ო’სალივანთან და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან - ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენთან და კუმარ იერთან შეხვედრა გაიმართა. გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების განხორციელების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნეს განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში