კახეთში შვილმა დედა მოკლა

28 ივნისი 2023, 16:51 537 ნახვა

საგარეჯოში შვილმა დედა მოკლა. შემთხვევა სოფელ გიორგიწმინდაში მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედას – 1946 წელს დაბადებულ ე.ქ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი