კიბერ დანაშაული-სამ ბრალდებულს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

28 ივნისი 2023, 14:05 592 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კიბერდანაშაულის ჩადენისთვის სამ ბრალდებულს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ 2021 წელს  მაისში ბრალდებულებმა უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულის ინტერნეტ ბანკში და ანგარიშზე არსებული 97 ათას 808 ლარი ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ საქართველოს ბანკის ანგარიშზე გადარიცხეს. შემდეგ კი თანხა ანგარიშიდან გაიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი