აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 215 ოჯახს მილიონ 462 ათას 825 ლარს გამოუყოფს. თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცემა. საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს.
სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
წელს რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან 109 ოჯახზე უკვე გამოყოფილია 1 მილიონ ასი ათას ლარზე მეტი.