რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, რამდენიმე საკითხი დაგვრჩა, სადაც ბოლოში გავდივართ, იმედი გვაქვს, უცხოელი კოლეგების მხრიდან შესაბამისი შეფასება იქნება - მამუკა მდინარაძე

26 ივნისი 2023, 18:18 587 ნახვა

რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებელია. რამდენიმე საკითხი დაგვრჩა, სადაც ბოლოში გავდივართ და უკვე იმის იმედიც გვაქვს, რომ ეს რეკომენდაციები შესაბამისად შეფასდება უცხოელი კოლეგების მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ამავდროულად, დაგვჭირდება დამატებითი კონსულტაციები, რათა თითოეულ პუნქტს ჩავყვეთ და ევროპელმა კოლეგებმა ვერცერთთან დაკავშირებით ჩვენ მიმართ საყვედურის ტონიც კი ვერ გამოიყენონ. სამი რეკომენდაცია აბსოლუტურად შესრულებულად ჩაითვალა. ყველაზე კრიტიკული და კონსერვატიული მიდგომით, გარკვეული პროგრესი დაგვეწერა იმ პუნქტებთან დაკავშირებით, სადაც რვა პუნქტიდან შვიდი პრაქტიკულად ბოლოშია გასული. კიდევ მეტად ობიექტური შეფასება მოგვცემდა საშუალებას, გვეთქვა, რომ სამი კი არა, ათი პუნქტია შესრულებული, მაგრამ თუ რაღაც შენიშვნები არსებობს, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით მუშაობას ვაგრძელებთ. ბევრი ფრაზა, წინადადებაა, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება დისკუსია. ჩვენ ბევრი დამატებითი კონსულტაცია გვექნება პარტნიორებთან, იქიდან გამომდინარე, რომ მოვითხოვთ და ვითხოვთ, არ დავიჩაგროთ და შეფასების კრიტერიუმებიც იყოს სამართლიანი.

ჩვენ ვიხილეთ შეფასებების კრიტერიუმები წინა შემთხვევაში და მაშინ ქვეყანა დაიჩაგრა. მხოლოდ კრიტერიუმებზე დაფუძნებული სამართლიანი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ქვეყანა  კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. ვნახეთ მათ მიერვე გამოქვეყნებული შეფასების კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, ყველა მნიშვნელოვან პუნქტთან დაკავშირებით მოწინავეები ვიყავით. მიუხედავად ამისა, ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. კარგი იყო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ მხოლოდ ეს მივიღეთ მაშინ. აქედან გამომდინარე, მუშაობა გრძელდება და რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით ბოლო აკორდი არის ასაღები. საბოლო ჯამში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საბაბიც კი არ ჰქონდეს ვინმეს, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობის მოტივზე არ ილაპარაკონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი