ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა სანქციების აღსრულებისა და სანქციების გვერდის ავლის პრევენციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველო გამორჩეულად საიმედო პარტნიორია.