პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

23 ივნისი 2023, 10:32 707 ნახვა

ნიკა გვარამია თავისუფალია. მან საპატიმრო სალომე  ზურაბიშვილის მიერ შეწყალების აქტზე ხელმოწერიდან რამდენიმე საათში დატოვა.  

„მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ახლობლები ელოდებოდნენ. ნიკა გვარამიამ გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარში აღნიშნა, რომ არ ელოდა გათავისუფლებას. აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალება არ უთხოვია.

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეარხს ისევ გიორგი გაბუნიამ უნდა უხელმძღვანელოს. თქვა, რომ აღარ აპირებს მთავარი არხში დირექტორად დაბრუნებას, თუმცა მზადაა ტელევიზიას ფინანსური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი