ვნახეთ, რომ სააკაშვილი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა და რაც დაგვიდგა, იყო მარტივი სპექტაკლი, შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი- პრემიერი

21 ივნისი 2023, 12:15 529 ნახვა

მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და გამოსვლებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, ვინც ქვეყნის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებდნენ.

"შეგახსენებთ, სააკაშვილი ერთ-ერთ სასამართლოში წარდგა, როგორც უკრაინის მოქალაქე და მოითხოვა უკრაინული ენის თარჯიმანი, რათა ესაუბრა უკრაინულ ენაზე. მგონი, მსოფლიო ისტორიას არ უნახავს ამაზე მეტი დეგრადაცია, დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მით უმეტეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის. სააკაშვილმა ბოლო პერიოდში რაც ჩაიდინა, მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა – მთელი შოუ, მასკარადი, ცირკი, რაც დაგვიდგა, შემდეგ აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია რაც აწარმოეს მან, მისმა ოჯახმა, მისმა ლობისტებმა, ამისთვის ყოველდღე უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას.

ყველამ ხომ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი. ჩვენ ვუხსნიდით საზოგადოებას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს იყო თამაში, სპეკულაციები. ამდენი ხნის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა საბოლოოდ მიიღო უარი სტრასბურგის სასამართლოსგან, შეწყვიტოს ეს თამაში, სპეკულაცია, სიმულაციები, გადაწყვიტა, რომ არის კარგად.

მგონი, საზოგადოების არც ერთ წევრს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ კითხვები აღარ რჩება. ვფიქრობ, მისმა ლობისტებმა და არა მხოლოდ ლობისტებმა, არამედ მათ შორის, ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ჩართული იყო, ყოფილმა წარმომადგენლებმა, ლობისტებმა, რომლებიც მის ამ სპექტაკლს იცავდნენ, ბევრი ადამიანის გამონათქვამი ვიხილეთ, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს, საზოგადოებას იმ ზიანისთვის, რომელიც მათ მიაყენეს მთელ მსოფლიოში. აღვირახსნილი კამპანია, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებით მიმდინარეობდა, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ, ვაწამეთ, მოვკალით, გადარჩა, ამ ყველაფერზე, ამ დიდ ბინძურ კამპანიაზე ძალიან სამართლიანი, მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ, რითაც ეს მასკარადი დაასრულა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი