ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები და მათი მხარდამჭერები „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისამდე მსვლელობას მართავენ

20 ივნისი 2023, 16:38 523 ნახვა

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები და მხარდამჭერები პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისამდე მსვლელობას მართავენ.

როგორც მაღაროში დასაქმებულები აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლებენ, განცხადებებს გააკეთებენ.

მსვლელობის შემდეგ ისინი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდებიან, სადაც აქცია განახლდება. მსვლელობის დაწყებამდე მათ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს მიმართეს, არ დაიკავონ აღნიშნული ტერიტორია.

გაფიცვა უკვე მე-15 დღეა, გრძელდება. ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი