4 წელი ე.წ. გავრილოვის ღამიდან

20 ივნისი 2023, 11:30 495 ნახვა

4 წელი ე.წ. გავრილოვის ღამიდან. საზოგადოების პროტესტი საქართველოში რუსული დელეგაციის შემოშვებას, რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.

ოპოზიციიის წარმომადგენლები შეფასებით, რომ ეს იყო პირველი ღია გამოვლინება ქართული ოცნების რუსული მისწრაფებებისკენ.

21 ივნისს, გამთენიას, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა აქცია ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ორმა – 18 წლის მაკო გომურმა და 26 გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს – მათ რეზინის ტყვია მოხვდათ.

დაშავებულებს შორის იყვნენ 38 ჟურნალისტი, 80 პოლიციელი.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში