მაღაროელების მხარდამჭერი აქცია თბილისში

19 ივნისი 2023, 17:33 712 ნახვა

"გაიფიცე", "ამოკერილი თვალითაც გხედავ", "ამოკერილი პირითაც ვიტყვი სიმართლეს"-მაღაროელების სოლიდარობის აქცია პარლამენტთან. საკანონმდებლო ორგანოს წინ მოქალაქეები და გაფიცული მაღაროელების ნაწილი შეიკრიბა, რომლებიც დღეს ჭიათურიდან დედაქალაქში ჩავიდნენ. აქციის მონაწილეები ღირსეული შრომითი პირობების შექმნას და  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცულები აცხადებენ, რომ არ აპირებენ დაშლას მანამ, სანამ მათი მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება. გაფიცულების განცხადებით, დამსაქმებელს დღის ბოლომდე აძლევენ ვადას იმისთვის, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი