პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ

19 ივნისი 2023, 15:04 862 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლის საფუძველზეც 2023 წლის 1 ივლისიდან გაიზრდება ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 150 ლარიდან 200 ლარამდე თითოეულ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე პროგრამის ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება.

„მეორე საკითხი ეხებოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს და მოგეხსენებათ, ადრეც გვქონდა დაანონსებული, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვიდან 200 ლარი გახდა დახმარება. ჯამში წლევანდელ ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება და ამ ბავშვებს უკვე 200-ლარიან დახმარებას გადავუხდით. წლის განმავლობაში ჯამში ნახევარ მილიარდ ლარამდე გადავიხდით სოციალურდ დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიან ყოველთვიურ დახმარებას“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით 233 000 ბავშვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი