პატრიარქი საქართველოში დღეს დაბრუნდება

20 თებერვალი 2017, 00:00 2195 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში დღეს დაბრუნდება. უწმინდესი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით დღის მეორე ნახევარში  ჩამოფრინდება. პატრიარქს აეროპორტში მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდებიან. ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების ინფორმაციით, სტაბილურია. გერმანელი ექიმების განცხადებით, გართულებებს არ ელოდებიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თბილისში ჩამოვლენ და ილია მეორეს მოინახულებენ. წმინდა სინოდის წევრთა ნაწილმა გერმანია უკვე დატოვა. გამომგზავრებამდე ილია მეორეს გერმანელი მედიკოსები კიდევ ერთხელ გასინჯავენ. უწმინდესს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში 13 თებერვალს ჩაუტარდა. სავარაუდოდ, სწორედ პატრიაქრის ჩამოსვლის შემდეგ დეკანოზის დაკავებასთან დაკავშირებით ბევრი დეტალი გახდება ცნობილი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი