აჭარის მაუწყებლის თანამშრომელზე ძალადობა - რა გადაწყვიტა სასამართლომ

17 ივნისი 2023, 12:02 663 ნახვა

3000 ლარიანი გირაო ძალადობაში ბრალდებულს - ბათუმის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის კობა ფარტენაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

განჩინების თანახმად ბრალდებულს გირაო პატიმრობის უზრუნველლყოფით შეეფარდა და მას თანხის დასაფარად 25 დღიანი ვადა აქვს. მოსარჩელე მხარე პატიმრობას, დაცვის მხარე კი 1000 ლარიან გირაოს  პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე ითხოვდა.

პროკურორის განცხადებით მოსარჩელე მხარის მოთხოვნა განსაზღვრა იმან, რომ მისი თქმით არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, ასევე დაზარალებული თავს დაცულად ვერ გრძნობს და პროკურორის ინფორმაციით ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. 

დაცვის მხარე დასახელებულ მიზეზებს უარგუმენტოს უწოდებს და აცხადებს, რომ დაკავებულის პატიმრობაში დატოვებისთვის საჭირო მტკიცებულებები არ არსებობს. 

მომდევნო სასამართლო პროცესი 26 ივლისს ჩაინიშნა.   

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში